„პუტინი პათოლოგიური მატყუარაა“ – დმიტრო კულება

პუტინი პათოლოგიური მატყუარაა, მათ შორის ახლაც, როდესაც ის სასოწარკვეთით ცდილობს, ან სხვა დასავლური ქვეყნები მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ მასობრივ სროლას დაუკავშიროს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ასეთი ბრალდებების დასადასტურებლად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პუტინმა იცრუა 1999 წელს კორპუსში მომხდარი აფეთქებების შესახებ, ასევე, 2000 წელს „კურსკის“ კატასტროფაზე, 2004 წელს ბესლანის სკოლის ალყაზე, პოლიტკოვსკაიას, მაგნიტსკის, ნემცოვის და ბევრი სხვა კრიტიკოსის მკვლელობების შესახებ, უკრაინაში შეჭრის გეგმებზე და სხვა.
“ნუ დაუშვებთ, რომ პუტინმა და მისმა მიმდევრებმა მოგატყუონ. მათი ერთადერთი მიზანია მეტ რუსს მისცენ მოტივაცია იმისთვის, რომ დაიხოცონ უკრაინის წინააღმდეგ უაზრო და კრიმინალურ ომში და აღძრან კიდევ უფრო მეტი სიძულვილი სხვა ერების, არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ მთელი დასავლეთის მიმართ“, – წერს კულება.
შეგახსენებთ, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია. პუტინის მტკიცებით, მათ მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც, უკრაინული მხარე მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად „ფანჯარას“ ამზადებდა.