პროტესტის 215-ე დღე : აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში

უწყვეტი პროტესტის 215-ე დღე – აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში. მოქალაქეები დღესაც შეიკრიბებიან და კვლავ გააპროტესტებენ “ქართული ოცნების” მიერ გატარებულ პოლიტიკას. მოთხოვნა უცვლელია, გაათავისუფლონ უდანაშაულოდ დაკავებულები და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
30 ივნისი პროტესტების განრიგი:
თბილისი:
19:00 საათი, ვიკრიბებით საზმაუსთან და ვუერთდებით დემონსტრაციას რუსთაველზე!
კოსტავას 68
20:00 საათი, უწყვეტი პროტესტის 215-ე დღე რუსთაველზე – ვითხოვთ ახალ არჩევნებს!
პარლამენტის წინ
ქუთაისი:
19:00 საათი, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში -კი ევროპას, არა რუსეთს!
მერიის წინ
ბათუმი:
19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 215-ე დღე!
საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი:
18:00 საათი, წინააღმდეგობის 215-ე დღე!
სამხარეო ადმინისტრაცია
თელავი:
19:00 საათი, საპროტესტო აქცია!
მერია
გორი:
17:00 საათი, საპროტესტო აქცია!
საკრებულო
ახმეტა:
17:00 საათი, პროტესტის 215-ე დღე!
მერია
ახალციხე:
18:00 საათი, არა რუსულ რეჟიმს!
შოთა რუსთაველის ძეგლთან
ჩხოროწყუ:
20:00 საათი, გაბედე პროტესტი ყოველდღე!
მერია

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო