ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომლის თქმითაც, 29 მარტს, დაკავებისას, დამამცირებელი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ ახლა „ქართული ოცნების“ „პროპაგანდისტული არხების“ წარმომადგენლები ეკითხებიან, რატომ არ ითხოვს კადრების გასაჯაროებას.
„პოლიციაში ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ აკმარეს ქოცებმა. ეხლა მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, კუდში დამსდევენ და რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროვებასო“, – წერს ხოშტარია ფეისბუკზე.
„ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი და ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროვება. ანუ ის არ მეყო, ეხლა კიდე უნდა სამყაროს ვაყურებინო. ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ“, – მიმართავს ის „ქართულ ოცნებას“.
პოლიტიკოსმა რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა თავისი დაკავების დეტალები – დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების პროცედურის დროს, კერძოდ, ჩხრეკის/პირადი დათვალიერებისას, პოლიციის თანამშრომლებმა მას გაშიშვლება აიძულეს და მეტალოდეტექტორით შეამოწმეს.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ „იძულებითი გაშიშვლების“ პრაქტიკა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.
ელენე ხოშტარიას მიმართ „შემზარავ მოპყრობას“ გამოეხმაურნენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და მომხდარი დაგმეს.
„პოლიციის მხრიდან იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის დამკვიდრება ემსახურება აქტივისტების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას და მისი არასათანადოდ, პროცედურული გარანტიების გარეშე განხორციელება უკიდურესად პრობლემური და შემაშფოთებელია“, – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.
ხოშტარია ახლა წერს:
· „შსს-მ საკუთარ განცხადებაში ფაქტობრივად დაადასტურა ფაქტი და მეტიც, აქეთ გადაწყვიტა ჩირქის მოცხობა და მოიგონა რაღაც წამალი, რითიც გაშიშვლების ახსნა მოუნდათ;
· შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან (არცერთზე არ ვყოფილვარ), არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან;
· ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და მაინც დაისჯებით ყველა ფაქტისთვის და ყველა ადამიანის ღირსების შელახვისთვის“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს განაცხადა, რომ 28 მარტს, ხოშტარიას ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ
