პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა და ომში დაჭრილები მოინახულა

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, – ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრინცმა ჰარიმ ლვოვში კლინიკა მოინახულა და ომში დაჭრილ ჯარისკაცებს შეხვდა.
გამოცემის ცნობით, დაუგეგმავი მოგზაურობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინა დატოვა.
ამასან, BBC-ი წერს, რომ პრინცმა ჰარიმ, რომელიც 10 წლის განმავლობაში მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში, 2014 წელს დააარსა Invictus Games-ი, რათა დაჭრილ ვეტერანებს სპორტულ ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა.
კლინიკაში ვიზიტის მიზანი ქვეყნისთვის მიწოდებული დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისების დათვალიერება იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი