პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები, ასევე სადაზვერვო-ტექნიკური და სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი