პრემიერობაზე გვარამიას ამბიცია ნიშნავს, რომ მელია და გვარამია ერთმანეთს დაჭამენ, მეტი შედეგი ამას ვერ ექნება

გვარამია პრემიერად – ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობის და ყველა ამ მიმართულებით ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, ასეთ პიარ-კამპანიას შემოგვთავაზებენ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარტია „ახალის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდეს.
როგორც მ აღნიშნა, პრემიერობაზე გვარამიას ამბიცია იმას ნიშნავს, რომ მელია და გვარამია ერთმანეთს დაჭამენ.
„გვარამია პრემიერად – ახალი ეპოქა და ერა გაიხსნება ეროვნულობის, სამართლიანობის, სიმართლის, კანონის უზენაესობის და ყველა ამ მიმართულებით. გვარამიას პრემიერობის დროს შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, დანარჩენი გამორიცხულია. თუ არა გვარამია, ამას ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში, ასეთ პიარ-კამპანიას შემოგვთავაზებენ ისინი. საერთოდ არ ვარ ამ შემთხვევაში ირონიული. რას ნიშნავს გვარამიას რომ ამის ამბიცია აქვს? ეს იმას ნიშნავს, რომ მელია, გვარამია და სხვები დაჭამენ ერთმანეთს, მეტს არაფერს, მეტი შედეგი ამას ვერ ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს მსგავსმა სახელმწიფოებმა თავი უნდა დაიცვან საგარეო ჩარევისგან, ეს არ არის მარტივი. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ზეწოლა დიდია და ეს სწორედ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიიდან მომდინარეობს – ჯეფრი საქსი

ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ