პრემიერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ამ კანონზე უარის თქმა, უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში – აქ კომპრომისი დაუშვებელია

რა თქმა უნდა, არა – ეს კანონი არის იმდენად მნიშვნელოვანი სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, რომ დაუშვებელია აქ კომპრომისი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “არის თუ არა რაიმე შემთხვევა, როცა მმართველი პარტია განიხილავს გასული წლის მსგავს სცენარს, როცა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიეს”.
კობახიძის მტკიცებით, ამ კანონზე უარის თქმა არ შეიძლება.
“თქვენ გახსოვთ, რომ პოლარიზაცია ძალიან მცირე ფორმით 2004-2012 წლებშიც იყო გამოხატული, მანამდეც იყო პოლარიზაცია. მაშინ პოლარიზაციის მიზეზი რა იყო? – ის იყო, რომ წინა ხელისუფლება – “ნაცმოძრობა” პირდაპირ პატიმრებს აწამებდა, ტოტალური ბიზნესის რეკეტი. აი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში განაპირობებდა პოლარიაზაციას. მედიის მიტაცება, პირდაპირ “ტვ იმედში” შეიჭრნენ, მანამდე “რუსთავი 2” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მიიტაცეს, არჩევნებს აყალბდნენ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ქმნიდა პოლარიზებულ გარემოს. ამის შემდეგ ეს დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა ოპოზიციაში დარჩა. ამან განაპირობა იმთავითვე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი და ეს პოლარიზაციის მაღალი ხარისხი არის შენარჩუნებული. განსაკუთრებისთ გამწვავდა ეს პოლარიზაცია, ანუ რადიკალიზაცია სინამშვილეში 2020, 2021, 2022, 2023 წლებში. თქვენ ხედავთ, რომ ყოველ წელს საზოგადოება არის უკვე დაღლილი, იმ ყველაფრით, რაც ხდება. ყოველ წელს რევოლუციის მოწყობას ცდილობენ. და გამოდიან ყოველ წელს ლაპარაკობენ, რომ “ეს ქვეყანა არაფერს არ იმსახურებს, მათ შორის, არც ევროინტეგრაციას და ა.შ.” საზოგადოება ამ ყველაფრით დაიღალა! – ეს კონკრეტული კანონი არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ( რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ერთი კანონი ვერ მოაგვარებს) იმისათვის, რომ ჩვენ პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ. ეს ხომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ეს ხომ თქვენც გინდათ, როგორც საქართველოს მოქალაქეს. ხომ არ ვიქნებით მუდმივად ამ რეჟიმში, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოველ წელს უნდა სცადოს არჩევნების შედეგების მიუხედავად რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ კანონზე უარის თქმა, უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება”, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რევოლუციის მცდელობა შეიძლება იყოს დასჯადი იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს კონკრეტული პარალელური დანაშაულებები.
“რევოლუციის მცდელობა ყოველთვის არ არის დანაშაული. მაგალითად: ჩვენ ვნახეთ, რევოლუციის მოწყობის ღია მცდელობა 2022 წლის ივნისში. როცა შენ არჩევნების მიღმა ითხოვ მთავრობის გადადგომას და შენი {მონაწილეობით} მთავარობის ჩამოყალიბებას, ანუ არჩევნებში მანტადი არ მიგიღია ხარ რაღაცა “ენჯეო” და გინდა, რომ შენ მთავრობა დააკომპლექტო. ეს არის რევოლუცია! მაგრამ ეს არ არის ის ფორმა რევოლუციის, რომელიც შეიძლება იყოს დასჯადი. რევოლუციის მცდელობა შეიძლება იყოს დასჯადი იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს კონკრეტული პარალელური დანაშაულებები. როდესაც გამოდიხარ და რეალურად რევოლუციისკენ მიგყავს ქვეყანა, მაგრამ ამას არ ახლავს პარალელური დანაშაულებები, ეს შეიძლება არ დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. არსებობს დანაშაულებრივი რევოლუციის მცდელობა, ასევე, შეიძლება არსებობდეს ისეთი რევოლუციის მცდელობა, რომელიც არ კვალიფიცირდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. რევოლუციის მცდელობა 2020, 2021, 2022, 2023 წლებში იყო. რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ეს არის სამართალდამცავი უწყებების ფუნქცია.
ზოგადად შეიძლება ასეთი გამუდმებული მცდელობები გახდეს, მაგალითად, თეორიულად პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ინსტრუმენტი. თქვენ იცით, რომ ამ ინსტრუმენტს აქტიურად იყენებენ, მაგალითად: დღეს ში და მოლდოვაში. მაგალითად: თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია არ ასვენებს ქვეყანას, ამ შემთხვევაში თეორიულად შეიძლება გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველიც. თუმცა ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების და სასამართლოს გადასაწყვეტი”, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო მუჯირი: დღეს, წმინდა ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის, ღირსი შიო მღვიმელის და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას… შეგვეწიოს ეს დიდი წმინდანები, რომელთა მთელი ცხოვრება იყო სწრაფვა ღვთისა და სულიერი სრულყოფისკენ