“კვამლის ფარდა”, დიდი თამაში და “დანაღმული ველი” – რას წერს რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიგაური:

როცა გგონია, რომ ამაზე დიდ სისულელეს ვეღარ იტყვიან – ამბობენ. სპეციალურად ხდება ეს. ამას ჰქვია “კვამლის ფარდა” (კარგი წიგნი გამოვიდა ახლახან, რობერტ გრინის “ძალაუფლების 48 კანონი”, იქ წერია კოხტად. მე-3 თავის მე-2 ნაწილია). ბევრი სისულელე, ბევრი ალოგიკურობა, რომ დაიმალოს მთავარი – ნამდვილი განზრახვა. ძალიან დიდი თამაში მიდის და ეს ასე მარტივად და უბრალოდ არ დასრულდება. ძლიერი ადამიანები და დიდი ქვეყნები “გადაგდებას” არავის პატიობენ. ეს ღირსების საკითხია. ასე რომ, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებიდან შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე თუ იაზრებს, რომ დანაღმულ ველზე არიან შესულები. დანარჩენები უბრალოდ, რატრატებენ, რადგან სწორედ ეს არის მათი ამჟამინდელი ფუნქცია. რთული თვეები ელის მას, ვისაც ჰგონია, რომ შეუძლია ორ-სამ ძალას შორის უდანაკარგოდ გაიაროს და უფრო მეტიც, აქედან მოგებული გამოვიდეს.
P. S. ადამიანის ოთხი მტერიდან მესამეა – ძალა. როდესაც ძალას უპირისპირდები ან იგებ ან ნადგურდები (არა მხოლოდ ემოციურად ან მატერიალურად, არამედ ფიზიკურადაც კი).

ასევე დაგაინტერესებთ