პრემიერი – ბოლო რეიტინგებით „ნაცმოძრაობა“ -18%, სხვა პარტიები 5%-ს ქვემოთ – ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას – გვარამია-მელია-ხაზარაძე კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, როგორი ბნელი წარსულიც ჰქონდათ, ასეთივე ბნელი ექნებათ მომავალი

ბოლო რეიტინგები ასეთია: „ნაცმოძრაობა“ -18 %, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ – ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა უნდა მიიღოს.
„ბოლო რეიტინგები ასეთია: „ნაცმოძრაობა“ 18 %, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ, ასეთია ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილებების მიღებას. შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთ-ერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე. იდეალური იქნება თუ „ნაცმოძრაობის“ ვერც ერთი სატელიტი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაცმოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი: ჩვენ გვაქვს 60% და ნაცმოძრაობას -18, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს”, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, ს, ს, ასევე ს ბნელი წარსული ჰქონდათ და მომავალიც ასეთი ექნებათ.
„გვარამია, მელია – მათი პოლიტიკური მომავალი იქნება ისეთივე, როგორიც იყო მათი პოლიტიკური წარსული ანუ ბნელი და მძიმე. ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული, გახსოვთ რას აკეთებდნენ. მელიაზე მახსენდება მაგალითად მის მიერ „ქართუ ბანკის“ გაკოტრება, ეს არის კრიმინალი, რაც ჩაიდინა მან 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება „იმედში“ შევარდნა, ამის „გაპრავება“, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, ადეიშვილის მოადგილეობა, ეს არის ის სიბნელე, რასაც ჩვენ ვერ დავაბრუნებთ და პირველ რიგში საზოგადოება. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეკეტში მონაწილეობა, „ელიტ ელექტრონიქსის“ და ა.შ. ეს რეკეტი და სიბნელე ვერ დაბრუნება, ამას ხალხი არ დაუშვებს.
ხაზარაძე იყო ბიზნესმენი და იძლეოდა დაპირებას, რომ შემოიყვანდა ბიზნესმენებს საქართველოში, თუმცა, ესეც ვერ მოახერხა, მას ანაკლია ბარდებოდა როგორც ბიზნესმენს, თუმცა, ვერც ერთი ინვესტორი ვერ შემოიყვანა. გვარამია- მელია -ხაზარაძე – ეს ხომ ერთი ჯგუფია, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორი ბნელი წარსულიც ჰქონდათ, ასეთივე ბნელი იქნება მათი მომავალი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ