პრემიერი ამტკიცებს, რომ სპორტსმენებს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და უსამშობლო ადამიანებს უჯერებენ

„ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც, ამ ორი დღის განმავლობაში, განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას ახორციელებდნენ, უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და მოღალატეებად შერაცხეს, ზუსტად იგივე ადამიანები. მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ახლა, ამ ორი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ სპორტსმენზე და სხვა სპორტსმენებზე მათთან ერთად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ.”

ასევე დაგაინტერესებთ