პრეზიდენტი „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შეხვედრაზე ოპოზიციის გარდა „ქართულ ოცნებასაც“ იწვევს

პრეზიდენტ ს განცხადებით, შეხვედრაზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ოპოზიციის გარდა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებასაც“ იწვევს.
აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას შეხვედრაზე „ქართული ოცნებაც“ არის, თუ არა მოწვეული.
„გუშინდელი სიტყვა ხომ მოისმინეთ? ყველას ეხება, ვისაც ინტერესი აქვს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გარდა ამ კითხვისა, პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ გაიგო ს გზავნილი პარლამენტში მის გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა.
შეხვედრაზე ოპოზიციიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამ ეტაპზე, პარტია „ლელოს“ ლიდერები და ბადრი ჯაფარიძე მივიდნენ.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მ განუცხადა, საკითხზე „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ საუბარი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან და დაუდასტურა, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთვება.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა