პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა – თამარ ჩიბურდანიძე

პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა – თამარ ჩიბურდანიძე
„პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა, რადგან წარმატებით ვერ ასრულებს უცხოეთის დაკვეთებს, ვერ შეძლო კანონის [გამჭვირვალობის შესახებ] ჩაგდება და ბოლომდე დარწმუნდა იმაში, რომ ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების შეცვლას, რაც მისთვის გამანადგურებელი იქნება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელებს ღირსების ორდენები, იმის გამო არ გადასცა, რომ მათი დაჯილდოება პრემიერ-მინისტრის იდეა იყო და არა მისი.
„კითხვა არ უნდა, თუ რატომ არ გადასცა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელებს ღირსების ორდენები. პირველი ის, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნოდა პრემიერს და არა მას. მეორე მიზეზი არის ის, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, მთელი ამ ბაკქანალიის პერიოდში, ვერ ჩაითრიეს ფეხბურთელები ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში, ვერ გააკეთებინეს მათთვის სასარგებლო ოპოზიციური განცხადებები.
პრეზიდენტი გაბოროტებულ დედაკაცს დაემსგავსა, რადგან წარმატებით ვერ ასრულებს უცხოეთის დაკვეთებს, ვერ შეძლო კანონის [გამჭვირვალობის შესახებ] ჩაგდება და ბოლომდე დარწმუნდა იმაში, რომ ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების შეცვლას, რაც მისთვის გამანადგურებელი იქნება. ქართველი ხალხის ჯვარი ყოფილა ზედიზედ უკვე მესამედ ასეთი პრეზიდენტის ატანა, მაგრამ, საბედნიეროდ, პრეზიდენტობის ბოლო დღეებს ითვლის და მალე გავთავისუფლდებით საკუთარი ხალხის მიმართ ცინიკურად მოქმედი პრეზიდენტისგან,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს