ში 2026 წლის 1–ელი იანვრიდან ელექტრო სკუტერებს აკრძალავენ

მომავალი წლის იანვრიდან აკრძალავს ელექტრო სკუტერების დაქირავებას რითაც ის ევროპის უახლესი ქალაქი გახდება, რომელიც ამ პოპულარულ ურბანულ ტრანსპორტის რეჟიმზე კონტროლს ამკაცრებს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ჩეხეთის დედაქალაქმა ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომელიც ცვლის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებს და განსაზღვრავს ველოსიპედების – როგორც ჩვეულებრივი, ასევე ელექტრო – პარკირების ადგილებს. თუმცა, კანონი არ აკონკრეტებს ელექტრო სკუტერების დაქირავებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იანვრიდან აიკრძალება.
პრაღის მერიის განცხადებით, მიღებული კანონი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სივრცეების ელექტროსკუტერების უკონტროლო გადაადგილებისგან გათავისუფლებას, რომლებიც ქალაქში ხშირად უფრო ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გამოიყენება, ვიდრე ტრანსპორტირების საშუალებად და „ქაოსს“ ქმნიან ტროტუარებსა და ფეხით მოსიარულეთა ზონებზე.