პრაღაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა – ვინაა ლიკვიდირებული თავდამსხმელი, რომლის მამაც მოკლული იპოვეს

განახლებული ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად, დაღუპულია 15 და დაჭრილია 30-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია. ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც, რომელიც ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, 24 წლის სტუდენტია. ის პრაღიდან 21 კილომეტრში მდებარე სოფელში ცხოვრობდა.
დღის ბოლოს, ასევე ცნობილი ხდება, რომ პოლიციამ დღეს თავდამსხმელის მამაც მოკლული იპოვა. ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში ხალხის მასობრივი დახოცვა არ უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმს.
საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის”. საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს