პორტუგალიასა და ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

პორტუგალიასა და ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთ პორტუგალიასა და ცენტრალურ ესპანეთში ტყის ხანძრების ჩაქრობას ათასობით მეხანძრე მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა.
პორტუგალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჰელდერ სილვას ცნობით, ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი აროკას რეგიონში მძვინვარებს, რომელსაც 800 მეხანძრე ებრძვის.
„ხანძარი ძნელად მისადგომ ადგილებშია. მეხანძრეებმა მთელი ღამის განმავლობაში დიდი ძალისხმევა გასწიეს, ამიტომ ახლა სიტუაცია შედარებით მშვიდია“, – განაცხადა ჰელდერ სილვამ.
ესპანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ესპანეთის დასავლეთ პროვინცია კასერესში ხანძარმა 2500 ჰექტარი მოიცვა, რის გამოც კამინომორისკოს მუნიციპალიტეტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები