პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულ ხალიბეგ მაგამედოვს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ხალიბეგ მაგამედოვს, რომელიც პოლიციამ 19 ნოემბერს დააკავა პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის მხარდამჭერ აქციაზე, 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 21 ნოემბერს, გამოცხადდა.
მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა პოლიცილის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას – -ს წარმომადგენელი მოსამართლეს პატიმრობის გამოყენებას სთხოვდა, რაც დაკმაყოფილდა.
დღეს განიხილეს ამავე დღეს დაკავებული კიდევ ერთი ადამიანის, ნელი დიასამიძის საქმე – მას 3200 ლარი შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილია 19 ნოემბერს დაკავებული სხვა ადამიანების საქმეების განხილვაც.
19 ნოემბერს დედაქალაქში დაიგეგმა პატიმრობაში მყოფი 21 წლის მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე – პოლიციამ მათ საავტომობილო გზის ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობა არ მისცა. პოლიციელების დასაბნევად დემონსტრანტები ვიწრო ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, ს შედეგების – რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს – წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.

პროკურატურა მათე დევიძეს სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა – მან სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. პროკურატურის მტკიცებით, მათე დევიძე მელიქიშვილის გამზირზე მათ „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.

მათე დევიძეს 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობა მიუსაჯა 4 წლითა და 6 თვის ვადით.
პოლიციამ იმ ღამეს 13 ადამიანი დააკავა, მათ შორის ქალები, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის საბაბით.
ფორუმი