პოლიცია ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებს

პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარეს, საშვთა ბიუროსთან მობილიზებული სამართალდამცველები ონლაინმედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც აკრედიტაციები აქვთ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
15 საათზე ბიუროს სხდომაა დაგეგმილი, სადაც რუსული კანონი უნდა დაარეგისტრირონ.