პოლიცია კოლუმბიის უნივერსიტეტში – ამერიკაში რამდენიმე კამპუსზე ვითარება დაძაბულია

შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. ნიუ-იორკში მიმდინარე აქცია 30 აპრილის საღამოს, დემონსტრანტთა დაკავებით დასრულდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრნენ და ჰამილტონ-ჰოლი დაიკავეს. მოგვიანებით, პოლიციამ მომიტინგეები ახლომდებარე ნიუ-იორკის სითი-კოლეჯის ტერიტორიაზეც დააკავა.
1 მაისის დილა დაპირისპირებით დაიწყო ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალშიც. იქ კონტრაქციის მონაწილეები პალესტინელთა მხარდამჭერებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ და მათ მიერ მოწყობილი ბანაკების დაშლას ცდილობდნენ.
ნიუ-იორკში დემონსტრაციის ათეულობით მონაწილეა დაკავებული. კოლუმბიის უნივერსისტეტის პრესსპიკერის განმარტებით, მათ ქალაქის პოლიცია “უსაფრთხოებისა და წესრიგის დამყარების მიზნით” მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახეს, რაც დემონსტრანტები ჰამილტონის სახელობის ერთ-ერთ მთავარ შენობაში შეიჭრნენ.
”ვწუხვართ, რომ მომიტინგეებმა თავისი ქმედებით, სიტუაციის ესკალაცია არჩიეს… მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა ღამით შეიტყო, რომ ჰამილტონ-ჰოლი იყო ოკუპირებული, ვანდალიზებული და ბლოკირებული, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩა”, – თქვა უნივერსიტეტის პრესსპიკერმა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთა ერთი ჯგუფი პოლიციის გამოძახების თაობაზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე ორი კვირაა ჩარევას და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ. მათი აზრით, პოლიციის ჩართულობა სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს.
“ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ჩვენს გარემოში ყოფნა საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს საზოგადოებას. როცა შეიარაღებული პოლიცია შემოდის ჩვენს კამპუსზე, ის სტუდენტებსა და ყველა დანარჩენს საფრთხეს უქმნის”, – ნათქვამია უნივერსიტეტის პროფესორთა ერთი ჯგუფის განცხადებაში. ფაკულტეტის წევრები ასევე აცხადებენ, რომ დააყენებენ უნივერსიტეტის იმ ლიდერთა პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც “საქმე აქამდე მიიყვანა”.
მომხდართან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ს, თეთრი სახლის პრესსპსიკერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. კირბი აცხადებს, რომ სტუდენტების მიერ აკადემიური შენობის დაკავება პრეზიდენტ სთვის “სრულიად არასწორი მიდგომაა” და “ეს მშვიდობიანი პროტესტის მაგალითი არაა”.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი