პოლიცია აგრძელებს რუსთაველზე დემონსტრანტთა ძალადობრივ დაკავებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარბევას.
06:30 საათისათვის პოლიციელები აგრძელებენ აქციის მონაწილეების ძალადობრივ დაკავებას.
კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას მათზე ძალადობენ: მას შემდეგ, რაც გაკავებული ჰყავთ, ურტყამენ სახესა და კეფაში.
დაკავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
ღამის ორი საათიდან, პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და დემონსტრანებს შორის მრავალსაათიანი, პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა დაიწყო.
-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა გამოიყენა წყლის ჭავლი, რომელშიც, აქციის მონაწილეების თქმით, წიწაკის სპრეი იყო გარეული.
ფორუმი