პოლიციამ მცირეწლოვანზე ძალადობისთვის ძიძა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მცირეწლოვანზე ძალადობისთვის ძიძა დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, ნ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა