პოლიციამ კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს სულ მცირე 10 ადამიანი დააკავა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისში, კეკელიძის N1-ში, პოლიციამ სულ მცირე 10 ადამიანი დააკავა. დილიდან, ოჯახის გამოსახლების პროცესის დაწყებამდე, კორპუსთან აღსრულების პოლიციასთან ერთად მისული იყო საპატრულო პოლიციაც.
დაკავებულების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან”, რომლის იურისტებიც იცავენ დაკავებულებს. ყველა დაკავებული გადაყვანილია -ს შენობაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.
შსს-ს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
დაკავებულთა შორისაა გელა მთივლიშვილი, მედიაგამოცემა “მთის ამბებისა” და “საქართველოს ამბების” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. სხვა დანარჩენების მსგავსად, მთივლიშვილიც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად