პოლიციამ განაახლა წყლის ჭავლით აქციის დაშლა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ განაახლა აქციის მონაწილეთა დაშლა. საპოლიციო ძალები ერთდროულად წყლის ჭავლის რამდენიმე ავტომობილსა და ცრემლმდენი აირის ბალონებს ისვრის.
ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსულ მოქალაქეებს პოლიციელები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილზე ხვდებიან. შენიღბული პოლიციელები დგანან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალ გზაზეც.
დემონსტრანტების ნაწილი გარბის, პოლიცია მათ ნაწილს მისდევს. საპოლიციო ძალები განხლაგდნენ ფოსტის ყოფილ შენობასთან ისე, რომ სრულად გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.
მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობდა. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტებზეც.
3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. -ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს