პოლიციამ ალეკო ელისაშვილი აქციიდან ავტომანქანით გაიყვანა

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება, პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატი ავტომანქანით გაიყვანა. ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ სვამენ ძალის გამოყენებით პოლიტიკოსს მანქანაში, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.
რამდენიმე წუთით ადრე ალეკო ელისაშვილი ითხოვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან შეხვედრას და ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირება.
საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის მოქმედი დეპუტატის დაკავება პოლიციას არ შეუძლია. როგორც წესი, ასეთ დროს -ს თანამშრომლები ადგილს არიდებენ აქციის აქტიური მონაწილეს, რომლის დაკავებაც არ შეუძლიათ.
სხვადასხვა ტელევიზიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეები დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქციის ორი მონაწილე. ამავე განცხადების მიხედვით, ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღი ჰქონდა.
„მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს“, – წერია შსს-ს განცხადებას.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, თბილისში აქცია 19:00 საათზე დაიწყო. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, პოლიტიკურმა ლიდერებმა კი პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა – მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის მსგავსად, უკან გაიწვიოს ე.წ. აგენტების კანონი. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ