პიტერ სტანო – პუტინი ერს ატყუებს, ერი რკინის მუშტისა და სტალინის სტილის რეპრესიების ქვეშ ცხოვრობს

საკუთარი ერის მოტყუებას აგრძელებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
„ეს გამოსვლა რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში უნდა იყოა განხილული. ეს ხელახლა არჩევისთვის პუტინის ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
სტანომ აღნიშნა, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარა სრულიად მიუღებელი და შეუსაბამოა.
„ეს სიცრუის გავრცელების კიდევ ერთი შესაძლებლობაა. იგი საკუთარი ერის მოტყუებასა და საზღვარგარეთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს. პუტინი ერს ატყუებს, ერი რკინის მუშტისა და სტალინის სტილის რეპრესიების ქვეშ ცხოვრობს, არმია კატასტროფულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იშლება, ქვეყნის მიმართ ნდობა მთლიანად განადგურებულია და მის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა“, – აღნიშნა სტანომ.
ცნობისთვის, დღეს, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქმედებები ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს ზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ