პიტერ მადიარის პარტია „ტისამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა — უნგრეთის საარჩევნო კომისიამ დათვალა ხმების 94.6%.
პიტერ მადიარის პარტია „ტისამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, „ტისას“ საპარლამენტო მანდატების 69.35% ერგება, ორბანის პარტია „ფიდესს“ — 27.14%.
ეს ნიშნავს, რომ „ტისას“ პარტიის წევრები 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებენ, „ფიდესის“ წევრები კი – 54 მანდატს. 7 მანდატი (3.5%) ერგება პარტიას „ჩვენი სამშობლო“.
უბრალო უმრავლესობისთვის 100 საპარლამენტო მანდატია საჭირო, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის — 133.
ვიქტორ ორბანმა, რომელიც უნგრეთს 16 წლის განმავლობაში მართავდა, პიტერ მაიარს და ოპოზიციურ პარტია „ტისას“ უკვე მიულოცა გამარჯვება.
მან ასევე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არჩევნების შედეგები „ნათელი და მტკივნეულია“.
ევროსკეპტიკოს ორბანს მხარს უჭერდა როგორც ვლადიმირ პუტინი, ისე – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია. -ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ორბანის მხარდასაჭერად უნგრეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. განცხადებები გააკეთა დონალდ ტრამპმაც.
თუმცა, მაშინ მაიარმა თქვა, რომ უნგრეთის ბედი „არა რუსეთში, -სა და ბრიუსელში, არამედ უნგრეთში წყდება“.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ისე მთლიანად ევროკავშირისთვის.
ბლოკავდა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემას, ასევე, რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტს.
ამავე დროს, საერთაშორისო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტრო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების კონფიდენციალურ ინფორმაციას თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა. ინფორმაცია მოგვიანებით სიიარტრომაც დაადასტურა.