პირის მიერ ხულიგნობის, დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ასევე მანიფესტაციის წესის დარღვევის ხელმეორედ ჩადენა, ვისაც პირველ ჯერზე ჯარიმა არ გადაუხდია, ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს

თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული და ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
აღნიშნული ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის.
შემოდის პრინციპი, რომლის თანახმად, თუ სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ გასაჩივრდება და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში.
ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ შეაჩერებს.
„ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო