პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს. მოქალაქეები, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
ამ წუთებში შეკრებილებს ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, სიტყვით გამოვა 20-მდე გამომსვლელი, რის შემდეგაც მომიტინგეები მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან.
“ჩვენი ერთობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხვალინდელ აქციას ხელისუფლებამ დაარქვა “მამული, ენა სარწმუნოება”. ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან მამული, ენა, სარწმუნოება”, – მიმართა აქციის მონაწილეებს პოეტმა რატი ამაღლობელმა.
ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ამასთან, აქციის დაწყებისას შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი