პესკოვი რუსულ კანონზე: რუსული არ უნდა ეწოდოს, იმპულსი უცხოეთიდან მოდის

რუსული კანონის საქართველოში განხილვას კვლავ ეხმაურება კრემლის სპიკერი, . ის ირწმუნება, რომ აგენტების კანონი არ უნდა დაუკავშირონ ს გავლენას და არ უნდა უწოდონ პრორუსული.
პესკოვი აგრძელებს რუსულ პროპაგანდას და ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს კვლავ ამერიკულ უცხოელ აგენტთა რეგისტრირების აქტითა (FARA) და შესაბამისი პრაქტიკით ხსნის.
“ამ კანონპროექტს რუსული არანაირად უნდა ეწოდოს. საქმე ისაა, რომ მაინც, ალბათ, პირველად საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე თვალის დევნება დაიწყო -მ, რომელმაც, აი, ეს FARA მოიგონა. სწორედ მათ შემოიღეს ეს პრაქტიკა. ამიტომაც, ეს არანაირად არაა რუსული, ეს არის ნორმალური პრაქტიკა მრავალ სახელმწიფოში, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რათა თავი დაიცვან საგარეო გავლენისგან, პოლიტიკაზე უცხოური გავლენისგან.” – თქვა პესკოვმა.
პესკოვის მტკიცებით, დემონსტრაციებმა საქართველოში იმპულსი უცხოეთიდან მიიღო. მისივე თქმით, მოვლენებს თვალს ადევნებენ.
“ის, რომ ამ შიდაპოლიტიკური პროცესის ანტირუსული განწყობების პროვოცირების ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმპულსი საქართველოს შიგნიდან მოდიოდეს. ეს, სავარაუდოდ, გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის. და, ასევე, თვალს ვადევნებთ, რაც ხდება.” – თქვა კრემლის სპიკერმა.
აქამდე რუსული კანონი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმაც დაიცვა.