პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება. დღევანდელი განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარის ს თქმით, ხვალ, 11:45-ზე გაიმართება ბიუროს სხდომა, რის შემდეგაც, 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება.
პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მართავენ. ისინი შეკრებილები არიან როგორც პარლამენტის წინა, ასევე უკანა ტერიტორიაზე.