პესკოვი: არ გვაქვს ნავალნის ბედისთვის თვალის მიდევნების საშუალება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი არ აპირებს და არ მოეპოვება საშუალება, თვალი მიადევნოს პატიმართა ბედს. ასე უპასუხა მან შეკითხვას იმის თაობაზე, სად იმყოფება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი , რომელიც გაქრა ვლადიმირის ოლქის მელეხოვის მე-6 კოლონიიდან. პესკოვის სიტყვები „ინტერფაქსს“ მოჰყავს.
ს პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ ნავალნის საქმეში „-ის ჩარევა“ დაუშვებელია და შეუძლებელია. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა შეშფოთება გამოხატა რუსი პოლიტიკოსის ბედთან დაკავშირებით.
დეკემბრის დამდეგს ალექსეი ნავალნის თანამებრძოლები იტყობინებოდნენ, რომ მასთან კავშირი გაწყდა. ის არც სასამართლო სხდომებში ჩაურთავთ ონლაინ რეჟიმში. მოგვიანებით მელეხოვის მკაცრი რეჟიმის იმ კოლონიის თანამშრომლებმა, სადაც იმყოფებოდა უკანასკნელ თვეებში ოპოზიციონერი, განაცხადეს, რომ ის მათთან აღარ ირიცხება.
ნავალნის ადგილსამყოფელი უცნობია. როგორც ჩანს, ის ეტაპით წაიყვანეს. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური, როგორც წესი, ეტაპირების დასრულებამდე არ იტყობინება, სად აგზავნიან პატიმარს.
ნავალნი ვლადიმირის ოლქში მდებარე კოლონიაში იხდიდა პატიმრობას თაღლითობის ბრალდებით. 2023 წლის სექტემბერში ის, როგორც „გამოუსწორებელი“ პატიმარი, ერთი წლით გადაიყვანეს საკნური ტიპის ერთიან დგომში – „კოლონიებში სასჯელის ყველაზე მკაცრ შესაძლო სახეობაში“, როგორც თავად წერდა.
პოლიტიკოსი 20-ზე მეტჯერ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში. მიზეზი, მაგალითად, იყო გახსნილი ღილები და ღობის რეცხვაზე უარი.
ნავალნი არ აღიარებს ბრალს, ბევრმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ის პოლიტპატიმრად აღიარა.

ასევე დაგაინტერესებთ