“პატივცემული ნიკა, თქვენთვის რამოდენიმეჯერ მომიყენებია შეურაცხყოფა, მაგრამ…” – გრიგოლ ონიანი ნიკა გვარამიას ქცევას ბრძოლის ნათელ მაგალითად აფასებს

სტალინისტი, გრიგოლ ონიანი, ს მიერ, ციხესთან მისვლას ეხმაურება და წერს:
პატივცემულო ნიკა (გვარამია)
თქვენთვის რამოდენიმეჯერ მომიყენებია ტელეეკრანიდან შეურაცხყოფა, მაგრამ არცერთხელ ჩემთვის უდიერად არ გიპასუხიათ. ალბათ ჩემს ასაკს სცემდით პატივს. კარგად არ ვიცნობ თქვენს საპროკურორო თუ საზოგადოებრივ საქმიანობას, მაგრამ თქვენს მიერ ეკრანებზე გამოთქმულ მოსაზრებები თუ ქმედებები მაღიზიანებდა და ხდებოდა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. თქვენს მიმართ გამოთქმულ ჩემს მოსაზრებებს უკან არ ვიბრუნებ და ბოდიშს არ გიხდით, მაგრამ მე არ ვიქნებიდი მე, რომ თქვენს მიერ ხუთსიტყვიან წინადადებაში არ ამომეკითხა ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა ადამიანს და მითუმეტეს სამართლის უაღრესად კარგ მცოდნეს (ნ. გვარამიას) სამართალს სამართლის უზენაესობით არ მიდგომოდა და კანონმორჩილი არ გამხდარიყო. თქვენი ფეხით საპატიმროს კარებთან მისვლა არ იყო თეატრალიზებული სცენა, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი თქვენ მოგაწერთ. გამოსცადოს ვინმემ თუნდაც 24 საათით თეატრალიზებულად შევიდეს საკანში იქ, სადაც საკმარისი დროის განმავლობაში იჯდა ყოფილი გენერალური პროკურორი და ერთხელაც არ უთხოვია შეწყალება და არც განაჩენის გასაჩივრება. ეს არის მიზნის მიღწევისათვის ბრძოლის ნათელი მაგალითი. ბატონო ნიკა, „ქათმობიდან“ ბედაურს გადააჯექით და შესძახეთ: გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი, და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
გრიგოლ ონიანი