პარლამენტში სამართალდამცველები მედია ორგანიზაციების ნაწილს არ უშვებენ

პარლამენტში სამართალდამცველები მედია ორგანიზაციების ნაწილს არ უშვებენ. მათი თქმით, აკრედიტაციის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.
ამ წუთებში ისინი საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურისგან პასუხს ელოდებიან.
„მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან დილიდან გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ წესით პარლამენტში უნდა შევდიოდეთ. ველოდებით პრესსამსახურის პასუხს, თუ რატომ არ გვიშვებენ. ჩვენ საშვები გვაქვს. ვისაც აკრედიტაცია აქვს არ შეუშვეს.
ბიუროზე არის განხილვა „რუსულ კანონის“. ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კითხვები. ეს კანონი მათ შორის, ჩვენს მომავალს, ქვეყნის მომავალს ეხება“, – განაცხადა „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ