პარლამენტში ჟურნალისტთა ნაწილს არ უშვებენ

ჟურნალისტთა ნაწილს, მათ შორის, “ნეტგაზეთის” რეპორტიორებს პარლამენტში არ უშვებენ. თუმცა, ამის მიზეზს ადმინისტრაცია არ განმარტავს.
ამ წუთებში, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნება” რუსულ კანონს მეორედ არეგისტრირებს. პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი პარტიის მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას იმის შესახებ, რომ რუსული კანონი დღის წესრიგში აღარ დაბრუნდებოდა.
მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, “რუსული კანონის” მიღებაზე უარის თქმიდან ერთი წლისთავზე “ქართული ოცნება” იდენტურ კანონპროექტს აინიციირებს.
ამავე თემაზე:
· რატომ დააბრუნა “ოცნებამ” “რუსული კანონი?” – შეფასებები