პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ

პარლამენტში, სადაც რამდენიმე წუთში ბიუროს სხდომა უნდა დაიწყოს და ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი დარეგისტრირდეს, ჟურნალისტებს არ უშვებენ.
მთის ამბების რედაქტორის, გელა მთივლიშვილის თქმით, მედიის წარმომადგენელთა ნაწილს პარლამენტის აკრედიტაცია, ხოლო ნაწილს დეპუტატის მიერ დაშვებული საშვი აქვს, თუმცა მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
“არავის გვიშვებენ შიგნით, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ეშინიათ ჩვენი შიგნით შესვლა, რომ იქ ერთი მხრივ, ჩვენ გავაშუქებთ და მეორე მხრივ, პროტესტსაც გამოვთქვამთ. აქ ამიტომ ვართ მოსულები. ამის გამო არ გვიშვებენ, შიში, მეტი არაფერი. ქვეყანა შიშზე აქვს მმართველ პარტიას დაფუძნებული და ეშინიათ, რომ ამაში მათ ხელი შევუშალოთ”, – აცხადებს მთივლიშვილი ფორმულასთან.
პარალელურად, რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.