ექიმი დაშავებულზე: მხედველობას საფრთხე არ ემუქრება, შეიძლება იყო ბლაგვი საგანი ჩარტყმული

ნიუ ჰოსპიტლის ექიმი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდას, რომელმაც აქციაზე დაზიანება თვალის არეში მიიღო, მხედველობის დაკარგა არ ემუქრება. როგორც მან აღნიშნა, მათ კლინიკაში ორი ადამიანი შეიყვანეს, ერთს წიწაკის სპრეისგან აქვს დამწვრობები, მეორეს კი თვალი აქვს დაზიანებული.
“მეორე მამაკაცია, ვისაც აქვს მარჯვენა თვალის დაზიანება, შეიძლება იყო რაღაც ნასროლი, შეიძლება იყო ბლაგვი იყო ჩარტყმული, არის მარჯვენა თვალბუდისა და თვალის დაზიანება. მხედველობას საფრთხე არ ემუქრება, ოპერაცია თვალზე არ იგეგმება”, – აღნიშნა ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე შეკრებილების დაშლა რამდენიმე საათის წინ დაიწყო. იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს. ამასთამ, ისინი უარყოფენ, რომ რეზინის ტყვიები გამოიყენეს, თუმცა აქციის მონაწილეები საპირისპიროზე მიუთითებენ და რეზინის ტყვიებით მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობენ.