პარლამენტში ანა წითლიძემ, ირაკლი ზარქუამ და თამარ კორძაიამ განცხადებები მეგრულ და სვანურ ენებზე გააკეთეს

პარლამენტში, დეპუტატებმა მეგრულ და სვანურ ენებზე გააკეთეს განცხადებები.
კერძოდ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ განცხადება მეგრულად გააკეთა, რომელსაც მეგრულ ენაზევე განცხადებით უაპსუხა “ქართული ოცნების” წევრმა მ. ასევე, განცხადება სვანურად გააკეთა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში „თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში გამოსვლისას განმარტა, აღნიშნული ქმედებით იმის ჩვენება სურს, რომ ენა მისი იდენტობის ნაწილია.
„გუშინ მშობლიური ენის დღე იყო, რომელსაც ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ, ამიტომ, მე მინდა პარლამენტის ტრიბუნიდან მეგრულად წარვდგე. მეგრულად იმის საჩვენებლად ვსაუბრობ, რომ ენა ჩემი იდენტობის ნაწილია. მეგრული ენა ახლა სიკვდილის პირას დგას და ჩემი ვალია ერთი აგური მაინც დავდო ჩემი ენის გადარჩენის საქმეში. მე მჯერა, რომ მეგრულის, სვანურის, ლაზურისა და წოვა-თუშურის გადარჩენა ბევრს ჩემსავით უთბობს გულს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მის გარეთაც“,- განაცხადა ანა წითლიძემ მეგრულ ენაზე.
წითლიძის ამ გამოსვლის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დღევანდელი სხდომის წამყვანმა მ საკუთარი აზრი გამოთქვა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან წითლიძის მიერ მეგრულად საუბარი საარჩევნოდ სამეგრელოდან ხმების წამოღებას ემსახურება.
„ჩემს მეგრელებს მინდა მოვეფერო. რასაკვირველია, უნდათ, წინასაარჩევნოდ, სამეგრელოდან ხმები წამოიღონ, მაგრამ არ მგონია, ამ გამოსვლით თავი მოუქონოთ მეგრელობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მას წითლიძემ ამჯერად მიმართა და უთხრა, რომ მადლობელი იქნება, თუ თუნდაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ მეგრულ, სვანურ, ლაზურ და წოვა-თუშურ ენებს გადაარჩენს“. წითლიძის თქმით, აღნიშნული ენები გაქრობის საფრთხის წინაშეა.
„ბატონო გია [ვოლსკი], მე ვიქნები თქვენი პირველი გულშემატკივარი, თუ თუნდაც საარჩევნოდ გააკეთებთ იმას, რასაც ახლა მე გთხოვთ საქართველოს პარლამენტს და მე ვიქნები, ვინც „ქართულ ოცნებას“ მადლობას გეტყვით, თუ თქვენ გადაარჩენთ მეგრულ, სვანურ, ლაზურ, წოვა-თუშურ ენებს. ჩემი სიტყვა მეგრულ ენაზე წარმოვთქვი, რომელიც ქართველური ენების ოჯახიდანაა და ზუსტად ისეთივე მშობლიურია, როგორც ქართული. გუშინ იყო მშობლიური ენის საერთაშორისო დღე და მე მეგრულადაც ვთქვი: ორი მშობლიური ენა მაქვს, მეგრული და ქართული, ქართული და მეგრული და მათ ერთმანეთისგან არ ვასხვავებ. ვიცი, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან და არა მხოლოდ, ამ საკითხზე საუბარს გამბედაობა სჭირდება. რისკებს შეიცავს, რომ არაკეთილსინდისიერად იყოს განმარტებული, მაგრამ ჩემი გამბედაობა არაფერია იმასთან შედარებით, რა საფრთხის წინაშეა მეგრული, სვანური, ლაზური, წოვა-თუშურ ენები და არაფერია იმასთან შედარებით, რომ ამ ენებს გაქრობა ემუქრებათ. მინდა, სწორედ ამ საფრთხეებზე გესაუბროთ და მხარდაჭერა გთხოვოთ უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
მისივე თქმით, „საბჭოთა ნარატივი და სიმახინჯეა შიში მეგრული, სვანური, ლაზური, წოვა-თუშურის განვითარებაზე და ამ შიშების დამსხვრევის დროა“. მისივე თქმით, აღნიშნულ ენებს და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და ხელშეწყობა სჭირდება.
„მინდა, პარლამენტის ტრიბუნიდან სწორედ ამის მაგალითი მოგცეთ, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შევძლოთ ქართული სახელმწიფოს მრავალფეროვნების და სიმდიდრის დაცვა. არაფერი იმაზე შეურაცხმყოფელი არაა, სეპარატიზმი დააბრალო მეგრული, სვანურის, ლაზურის, წოვა-თუშურის მექომაგეებს, საქართველოს ათასობით მოქალაქეს“,- განაცხადა წითლიძემ.
დეპუტატი პარლამენტს მიმართავს, აღნიშნული ენების საკითხზე დისკუსია გახსნას.
„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, განათლების კომიტეტს, გახსენით დისკუსია, მოუსმინეთ სპეციალისტებს და გულშემატკივრებს, მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადასარჩენად. ნებისმიერი ენა ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე მოკვდება“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – გომელაური აუცილებლად დაასრულებს უბადრუკ კარიერას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოში განსასჯელის სკამზე, როგორც ბიძინა ივანიშვილის ჯალათი და არა ქვეყნის შს მინისტრი

კახა კალაძე – ის განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, თვალებში ნაცრის შეყრის, თეთრზე შავის თქმის მცდელობაა – დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც საკუთარი წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით