პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა გამოაქვეყნა

პარლამენტის სპიკერის მიერ გამოცხადებულ ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში დოკუმენტების წარდენა 9 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
შალვა პაპუაშვილმა 26 მარტს გამოსცა ბრძანება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც პირადად (საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის გამზირი 8), ისე ელექტრონული მეილის (contact@parliament.ge) საშუალებით, 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.
წარსადგენი დოკუმენტების სრული ჩამონათვალი იხილეთ დანართში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …