პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ შედგა.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 0.
აღნიშნული კანონპროექტი მმართველ გუნდს გასულ წელსაც ჰქონდა პარლამენტში ინიციირებული, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის გამო პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას უკან გაიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ