პარლამენტის შენობასთან დარჩენილი მოქალაქეები სპეცრაზმმა სცემა

სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს.
სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის, ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს და „ტაბულის ჟურნალისტს გიორგი ბადრიძეს.
როგორც გამოცემები წერენ, ჟურნალისტები თავდასხმის დროს საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
ჯერ კიდევ 16 აპრილს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნებისგან“ „აგენტების კანონის“ გაწვევას მოითხოვენ.
ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ „16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ“.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთაც სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან – აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ

სალომე სამადაშვილი – პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედეს, სხდომა ვერ ჩატარდა – მტკიცე წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს