პარლამენტის სახურავზე სავარაუდოდ სპეცსამსახურის წარმომადგენლები არიან

ფოტო – ტვ პირველი
პარლამენტის სახურავზე, სავარაუდოდ სპეცსამსახურის წარმომადგენლები განალაგეს. კადრები “პირველმა” გაავრცელა.
კადრში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები პარლამენტის სახურავზე. არ არის გამორიცხული, რომ ეს ის ჯგუფი იყოს, რომელიც შესაძლოა, პარლამენტში და მის გარეთ ბოლო ორი დღეა სიგნალს ახშობს.