პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. საშემოდგომო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. დღევანდელ სხდომას 87 დეპუტატი ესწრება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სესიის გახსნისას განაცხადა, პლენარული სხდომები მხოლოდ მიმდინარე კვირაში ჩატარდება, რადგან საარჩევნო წელს ამას რეგლამენტი ითვალისწინებს.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, პარლამენტის პლენარული სხდომები 15 ოქტომბრიდან განახლდება.
პაპუაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრების უფლებამოსილებას ეყრება კენჭი. კენჭისყრის შემდეგ კი განიხილება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე წარადგენს.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ პლენარული სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის არჩევაა დღის წესრიგში გათვალისწინებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას