პარლამენტის პლენარული სხდომა რიგით მესამე მცდელობაზე გაიხსნა

პარლამენტის პლენარული სხდომა რიგით მესამე მცდელობაზე გაიხსნა. რეგისტრაციის დროს ტაბლოზე 77 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა.
რეგისტრაციის შედეგის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განცხადების გაკეთება ითხოვა, თუმცა სხდომის წამყვანმა, შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი არ ჩაურთო და მიზეზად დაასახელა ის, რომ მან რეგისტრაცია არ გაიარა.
„ქალბატონო თეონა, თქვენ რეგისტრაცია რომ არ გაიარეთ, ამიტომ არ ირთვება თქვენი მიკროფონი. მართალია, თქვენ ფორმალურად დარბაზში არ ბრძანდებით, იმიტომ, რომ რეგისტრაცია არ გაიარეთ, ამიტომ მიკროფონიც არ ირთვება. შეგიძლიათ ჩამოიაროთ და თავად გადათვალოთ რამდენი ადამიანია დარბაზში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არ ქონის გამო ვერ იხსნებოდა. რეგისტრაცია პარლამენტის წევრებმა ორჯერ გაიარეს. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.