პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის დგანან რუსთაველის გამზირზე, უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ ტროტუარზე. საავტომობილო მოძრაობა კი თავისუფალია.
შეგახსენეთ, გუშინ, 18 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა გარკვეული პერიოდით გადაკეტეს.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ. -ს თანახმად, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა“, რითაც დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ასევე, “დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს“.
16 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა. კერძოდ, ამ მიმართულებით ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელდა. ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია