პარლამენტის და „თავისუფლების“ მიმდებარედ 4 დემონსტანტი, სავარაუდოდ, დააკავეს

ეს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის ჯერ გადაკეტვისა და შემდეგ აღდგენის შემდეგ მოხდა.
პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩაზე ჩაისვა მანქანაში დემონსტრანტი თორნიკე ტიკარაძე.
რადიო თავისუფლებამ კი გადაიღო, როგორ წაიყვანეს პოლიციელებმა აქციის მონაწილე ზაზა ბროლაძე.
დემონსტრანტების ცნობით, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, 72 წლის იოსებ ხეოშვილი. ხეოშვილი 22 ოქტომბერსაც დააკავეს, რის შემდეგაც ცუდად გახდა.
სავარაუდოდ დააკავეს კიდევ ერთი მოქალაქე, კახა ჯაფარიძე.
სავარაუდოდ ისინი გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს.
დამატებითი დეტალების გარკვევის შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
მხოლოდ გასული კვირის სამ დღეში, -მ ანტისამთავრობო პროტესტის 60 მონაწილე დააკავა.
განახლებული კანონმდებლობით, აქციაზე გზის გადაკეტვისთვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა განიხილება სასჯელად, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
დაკავებები ამ კვირაშიც გრძელდება.
ფორუმი