პარლამენტის ბიუროს ხვალ „რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ” კანონპროექტიც წარედგინება

პარლამენტის ბიუროს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ალტერნატიულ პროექტად “ოკუპანტი ქვეყნის – ს ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი წარედგინება.
ორივე პროექტი ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე ინიცირდება და განსახილველად კომიტეტს გადაეცემა. ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტმა ძირითად კანონპროექტთან ერთად უნდა განიხილოს.
ალტერნატიული კანონპროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი
ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში
საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.
ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტის საქმიანობა აკრძალულია და ისჯება “სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული წესით – თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ამავე პროექტით, იგივე ქმედება, რამაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგი გამოიწვია –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
“ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” ალტერნატიული პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები: – , ანა ბუჩუკური, , შალვა კერესელიძე და თეონა აქუბარდია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქაცარავა: მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც სიტყვა „საქართველო“ და სიტყვა „სამშობლო“ ოლიგარქის ბინძურ ფულზე მეტს ნიშნავს