პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ასარჩევად პარლამენტს ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა

პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ასარჩევად პარლამენტს ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სებ-ის საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესის გამჭვირვალობისათვის დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია შეიქმნა.
კომისიამ ხუთ კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია, რომლებსაც პრეზიდენტი ინდივიდუალურად შეხვდა და გაესაუბრა.
“დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა წარუდგინა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ