პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მოქალაქეები იკრიბებიან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები დღეს საკანონმდებლო ორგანოდან უზენაესი სასამართლოს მიმართულებით მსვლელობას გამართავენ, ხვალიდან კი პროტესტი სხვადასხვა უნივერსიტეტშიც გაგრძელდება.
როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, სტუდენტები კანონპროექტის შესახებ შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ, მათ შორის განხილვები ჩატარდება უნივერსიტეტის ეზოებში.
ცნობისთვის, თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები – „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პროტესტისა და კრიტიკის ფონზე პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი