პარლამენტთან ვითარება დაიძაბა – სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება

პარლამენტთან, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს, ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა. სპეციალური დანიშნულების რაზმები ადგილზე რჩებიან და მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციელებმა პუბლიკასა და ტაბულას ჟურნალისტებს სცემეს. სპეცრაზმი ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდა.
ამასთან, Facebook-ზე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ აქციის მონაწილეს, რომელიც გაქცევის დროს პოლიციელებმა წააქციეს, სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ.