პარლამენტთან აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტების მარში შეუერთდა.
სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის უკან გაწვევას ითხოვენ. ახალგაზრდები რეფორმის საწინააღმდეგო აქციასაც აანონსებენ.
მარშის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ აგრძელებენ პროტესტს, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საშუალება არ მისცა და მოუწოდა გზიდან გადასულიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროტესტის მთავარი მოთხოვნაა: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”