პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს

პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია.
მის მიერ გავრცელებული ცნობებით, დევიძე დუშეთის იზოლატორში გადაჰყავთ და დაკავებულია ადმინისტრაციულიი – 166, 173 მუხლებით.
მისივე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ადებენ ხელბორკილს აქტივისტს, რა დროსაც პოლიციელი ამბობს, რომ ის დააკავეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, შემდეგ კი მას ავტომობილში სვამენ.